ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის სასტარტო შეხვედრაში 18 გოლი გავიდა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის VI ტურმა სტარტი აიღო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი TMC თბილისი და ვიცე ჩემპიონი კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ. მატჩი „მედიკოსების“ დიდი უპირატესობით 16:2 დასრულდა. TMC თბილისის რიგებიდან 5 გოლი ვახტანგ ჯავარაშვილმა გაიტანა. გიორგი ქურდაძემ და თემურ ექიზაშვილმა კი ჰეთრიკი შეასრულეს.
ფუტსალის ლიგის მეექვსე ტური 22 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც ბსუ თბილისს, ხოლო ქუთაისის „მართვე“ დინამო სოხუმს უმასპინძლებს. ტური 25 დეკემბერს თბილისში ცენტრალური მატჩით დასრულდება. ერთმანეთს გათამაშების ლიდერები თსუ და თელასი დაუპირისპირდებიან.
წყარო: sbm.ge