ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლატვიის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ამხანაგური შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ლატვიელთა მხრიდან გამარჯვების გოლი მე-15 წუთზე ედგარს ტარაკანოვსმა გაიტანა.
საქართველო 0:1 ლატვია
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: დვალიშვილი, ბექაური, ღავთაძე, ჩადუნელი, ხარატიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ბახუტაშვილი, მოგელაძე, ჩადუნელი, კოშაძე, ზუნტუროვი, კუხიანიძე, ნადარეიშვილი, ბერიაშვილი, კურტანიძე, სვანიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ლატვია: სკესტერს-კამბალსი, ივენკოვსი, ცვეტკოვსი, ილინსი, ტარაკანოვსი
სათადარიგო შემადგენლობა: ცირულისი, კულეპოვსი, დანილოვსი, მედვედინსი, კოზლოვსკისი, სინაკოვსი, მალისევსი, ჯეფიმოვსი, ნოვიკოვსი, ბარონოვსკისი
მთავარი მწვრთნელი: არტურ სკეტოვსი
მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, ზვიად ბლიაძე, დავით ახვლედიანი
გაფრთხილება: 10′ ნადარეიშვილი, 13′, 39′ ბექაური, 36′ ჩადუნელი
გაძევება: 39′ ბექაური
გოლი: 0:1 ტარაკანოვსი (15)
საქართველოსა და ლატვიის 19-წლამდე ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 22 დეკემბერს 16:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
წყარო: gff.ge