ლეანდრო რიბეირო ტირასპოლის შერიფში გადავიდა

გორის “დილა” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო კარიერას  ტირასპოლის “შერიფში” გააგრძელებს. 

ბრაზილიელმა ლეგიონერმა გასულ სეზონში “დილას” მაისური 33-ჯერ მოირგო და 14 გოლთან ერთად 11 საგოლე პასიც გააკეთა.

“შერიფი” წელს მოლდოვას ჩემპიონი გახდა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს. გორის “დილამ” კი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და გუნდი ევროტურნირების მიღმა დარჩა.