ბურჯანაძის 11 ქულა ბარსელონასთან

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „დელტეკომ “ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 33 ქულით დამარცხდა. კატალონელებმა ოთხივე პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და ეს საბოლოო ანგარიშზეც აისახა – 71:104.

დამარცხებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრები წევრი ბექა ბურჯანაძე, რომელმაც მოედანზე 20:14 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ბურჯანაძემ 5-დან 1 ორქულიანი, 10-დან 4 საჯარიმო და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ცხრას გაუტოლდა.

„გიპუზკოა“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და 13 ტურში 3 მარცხითა და 10 წაგებით ბოლო საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, სახლში გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge