ბენდელას თასის გამარჯვებული თბილისის “დინამო” გახდა
გუშინ ბენდელას თასის 29- ე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირი “დინამოელთათვის” ტრიუმფალური გამოდგა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც ერთმანეთს თბილისის “დინამოს” 10 და 11-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალამდე ზურა ელიავას გუნდმა ჯგუფში ყაზახური აქტაუ 4:0 დაჯაბნა, გორს 3:1 მოუგო და 2:1 აჯობა საბურთალო ბენდელას. მეოთხედფინალში დინამომ 4:0 მოუგო რუსთავს, ნახევარფინალში კი საბურთალოს 3:0 აჯობა. რევაზ გავარაკიძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე მარტვილის დინამოს თერთმეტი უპასუხო გოლი გაუტანეს, რუსთავს 3:0 მოუგეს და 6:0 საბურთალო იოსებიძე დაჯაბნეს. მეოთხედფინალში დინამომ 4:0 საბურთალო ბენდელა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში 1:0 აჯობა საბურთალოს და ფინალში გოლგაუშვებლად გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში 11 წლამდელებმა 1 წლით უმცროსებს 3:1 მოუგეს (დინამომ ტურნირზე ერთადერთი გოლი უმცროსი დინამოსგან გაუშვა). დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც უხვად მიიღეს.
საუკეთესო მეკარე – ნოდარ ბედიაშვილი (11)
ტექნიკური ფეხბურთელი – საბა კაკულია (11)
საუკეთესო თავდამსხმელი – ანდრია ბართიშვილი (10)
საუკეთესო ნახევარმცველი – ლუკა ციკოლია (10)
საუკეთესო ფეხბურთელი – ვახო სალია (11)
🎥 გოლები და დაჯილდოვების ცერემონია
https://bit.ly/2rPMqDL
fcdinamo.ge