ბასკონიამ შერმადინის უნიკახას შენგელიას გარეშე მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელების გუნდები შეხვდნენ. გიორგი შერმადინის “უნიკახამ” თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” უმასპინძლა და 64:81 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიას ამ მატჩში არ უთამაშია. თორნიკეს მესამე ვაჟი შეეძინა და მას გუნდის ხელმძღვანელობამ ოჯახთან ყოფნის საშუალება მისცა. თუმცა მოედანზე მაინც ვიყილეთ საქართველოს ნაკრების 2 მოთამაშე. გიორგი შერმადინთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო “ბასკონიას” ქართული მოქალაქეობის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა, მეტ ჯენინგმა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:58 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჯენინგი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:04 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტმა 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

“ბასკონიამ” 13 ტურში მე-10 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ “ბარსელონას” ჩამორჩება, “უნიკახა” კი 9 გამარჯვებით მეოთხე ადგილზეა. 29 დეკემბერს მალაგელები ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტს” ესტუმრებიან. 30-ში კი, “ბასკონია” “რეალს” უმასპინძლებს.

https://m.youtube.com/watch?v=kVJ6-A9pLKc

 

gbf.ge