თორნიკე შენგელიამ “ხიმკის” დარბაზში იმარჯვა და თან ფარი ჩამოამსხვრია

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანური გუნდი რუსეთში ჩავიდა და “ხიმკი” 85:77დაამარცხდა. ქართველი ფორვარდი ყურადღების ცენტრში მოექცა. პირველი ნახევრის მიწურულს მან ფარი გატეხა. თანაგუნდელის ეგრედწოდებული “ალეუპის” ჩატენვა სურდა. თუმცა რკალმა ბურთი აისხლიტა და ქართველი ფორვარდის ზემოქმედებას ვერ გაუძლო… (იხილეთ ვიდეო) “ხიმკის” დარბაზში სათადარიგო ფარის დამონტაჟებას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.

შენგელია ამ მატჩში ცხვირის სპეციალური დამცავი ნიღბით თამაშობდა, რასაც ხელი არ შეუშლია, 8 ქულა შეეგროვებინა. თორნიკე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 21:35 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა 8 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბასკონიელთა რიგებში 10 და მეტი ქულის ჩაგდება შევონ შილდსმა (15), იოჰანეს ვოიგტმანმა (14), დარუნ ჰილარდმა (14), მეტ ჯენინგმა (12) და ლუკა ვილდოზამ (10) მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების წევრმა მეტ ჯენინგმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31:39 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა მიითვალა.

“ბასკონიამ” 7 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 4 იანვარს, სტამბულში, “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.

gbf.ge