ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წელი იდეალურად დაიწყო. დოჰაში მიმდინარე ATP-ის ტურნირის მერვედ ფინალში რუსი ჩოგბურთელი, ანდრეი რუბლევი ორ სეტში 6:3; 6:4 დაამარცხა და მეოთხედ ფინალში  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ნიკამ რუსი ჩოგბურთელის ბარიერი იოლად დაძლიე. შეხვედრა 1 საათი და 2 წუთი გაგრძელდა.  ბასილაშვილმა ჯამში  8 ეისი მოაწოდა და ამადენივე ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება 3 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.