საჩხერის ჩიხურას წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ

საჩხერის “ჩიხურა” კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი გაბედავს შემდეგ კლუბიდან ირაკლი ბუღრიძეც წავიდა. აღნიშნული ინფორაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გადაწყვეტილია, რომ ბელგიაში, „ბეერსჰოტში“ ვითამაშებ“, – ინფორმაცია პირველ არხს ირაკლი ბუღრიძემდაუდასტურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელის თქმით, კონტრაქტი ახალ წლებამდე შესთავაზეს.

„20 დეკემბერს „ბეერსჰოტის“ წარმომადგენელი დამიკავშირდა. ტრანსფერზე ჰოლანდიელი მენეჯერი მუშაობდა, რომელსაც ჩემი კანდიდატურა ქართველმა პარტნიორმა, გიორგი გოგოლაძემ შესთავაზა. თავიდან ბელგიელების წინადადების ფინანსური მხარე არ მომეწონა, მაგრამ მერე გაუმჯობესებული კონტრაქტი შემომთავაზეს და საკითხი გადაწყდა. დღეს ესპანეთში მივემგზავრები, სადაც ამჟამად „ბეერსჰოტი“ შეკრებაზეა“, – ამბობს ბუღრიძე.

20 წლის თავდამსხმელის თქმით, მან კლუბთან კონტრაქტი 1,5+2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ანუ ოფციონისწესით. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები ხელშეკრულების პირობებს წელიწადნახევრის შემდეგ გადახედავენ. „ბეერსხოტი“ ბელგიის „ბ“ დივიზიონში გამოდის, მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ შემდეგი სეზონი მთავარ ბელგიურ ლიგაში ითამაშოს.

ავტორი – მერაბ მამულაშვილი
წყარო: 1tv.ge