ჯანო ანანიძემ “კრილია სოვეტოვში” გადასვლა იუარა

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკს” დატოვებდა და “კრილია სოვეტოვში” გადავიდოდა.

თუმცა, ჯანო ანანიძემ მაინც მოსკოვურ კლუბში დარჩენა ამჯობინა და “კრილიაში” გადასვლაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა სპორტულმა გამომცემამ “სპორტ24”-მა გაავრცელა.

“სპარტაკი” შეკრებას დუბაიში გაივლის. ჯერ-ჯერობით უცნობია შეუერთდება თუ არა გუნდს ქართველი ნახევარმცველი.