ქუთაისის ტორპედო გაძლიერებას განაგრძობს
“ტორპედოს” რიგებში მატებაა. ახალი სეზონიდან ქუთაისელების გუნდის შემადგენლობას 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს.
მონტენეგროელმა მცველმა კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა. სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ “კასტრიოტიში” იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით “სუტიესკას” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.
“ტორპედო” ხვალ შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. იმერული კლუბის ახალწვეული საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება.