გაგრა ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” 2019 წლის სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა დენის ხუმუტოვმა. აგრეთვე “გაგრა” რატი ცაცკრიალაშვილის გარეშე დარჩა. 

ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი 1 მარტს განახლდება. მანამდე კი “გაგრამ” ამხანაგურები დაგეგმა. 15 და 21 იანვარს შავი ზღვის პირელები ორჯერ “სპაერს” დაუპირისპირდებიან, 18-ში “კოლხს”, 26-ში “გორს”, 31-ში ვარკეთილს და 4 თებერვალს კი “ვიტ-ჯორჯიას” შეხვდებიან.