ტორპედომ ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს.
“ტორპედოსა” და მექსიკურ “ტიგრესს” შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი იმერულ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა.
2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური “გოიასის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “სანტოსის” 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. “სანტოსის” მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ “ტიგრესში” გადაბარგდა.
“ტორპედოს” ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.
fctorpedo.ge