გოგა ბითაძემ დარუფაშაკას 11 ქულა ჩაუგდო

 

 

გოგა ბითაძემ ევროლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. მისმა “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის მე-მე-18 ტურში თურქული “დარუშაფაკას” უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში – 75:74დაამარცხა.  ამ ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონტენეგროული გუნდის გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა. ბითაძე საერთო შედეგიანობით მასპინძელთაგან მხოლოდ ედვინ ჯონსონს ჩამორჩა და სტამბოლელთათვის ის ორივე ფარის სამწამიან ზონაში დიდად სახიფათო იყო.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავის გუნდში მხოლოდ ედვინ ჯონსონზე ნაკლები (51 წამით) ითამაშა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:31 წუთი გაატარა და 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და მატჩი უმეტესი – 4 დაფარება მიითვალა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიან კი ააცილა.

ბითაძის საერთო სარგებლიანობის ინდექსმა და 17 შეადგინა და ის ბუდუჩნოსტელთაგან მხოლოდ ედვინ ჯონსონს (22) ჩამორჩა. ჯონსონმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა, მატჩის გმირი კი ნორის კოული გახდა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენილი “ბუდუჩნოსტი” 75:74 დააწინაურა. კოულმა მთლიანობაში 17 ქულა დააგროვა.

4 მოგებითა და 14 წაგებით “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და “დარუშაფაკას” უსწრებს. მომდევნო მატჩს ევროლიგაში პოდგორიცელები 19 იანვარს, შინ მადრიდის “რეალთან” გამართავენ.

gbf.ge