ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანიც დაამარცხეს

 

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მალტაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, “ბ” ჯგუფში მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.  მატჩი ჩვენი ბიჭების გამარჯვებით ანგარიშით 25-30 იმარჯვეს.  შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და  ქართველების სასარგებლოდ 15-16 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე უპირატესობას ქართველი ხელბურთელები დაეუფლნენ და მეტოქეს გასწრების საშუალება არ მისცეს.

ამ მოგებით საქართველო 4 ქულით პირველ ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის, შესაბამისად დასკვნით თამაშში ქართველებს კვირპოსის დამარცხებაც მოუწევთ. გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ 17:00 საათზე დაიწყება.