ქართველი ხელბურთელები უდრამატულეს შეხვედრაში დამარცხდნენ

 

 

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის “ბ”  ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდა და მინიმალულური ანგარიშით ანგარიშით 25-24 დამარცხდა. 

ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აძლევდათ ხელს. გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები.  ფაქტობრივად, უკვე ამოწურულ დროში 17 წლის გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც მანამდე 11-ჯერ დალაშქრა კვიპროსელთა კარი, 7-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.
შესაბამისად “ბ” ჯგუფის გამარჯვებული კვიპროსი გახდა.

ქართველებმა ამ წაგებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაიმრუდეს და ჩელენჯ ტროფის მოგება ესაჭიროებათ.