ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

 

 

ავსტრალიის ღია პირველობაზე თავისი პირველი შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. იგი ამერიკელ ჩოგბურთელს, კრისტოფერ ეუბანკს დაუპირისპირდა და მეტოქე 4 სეტში, 6:4; 4:6; 7:6; 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა ჯამში 2 საათი და 44 წუთი გაგრძელდა. ნიკამ 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 11 ეისი ჩააწოდა. ნიკას 3-0 მოგებაც შეეძლო. მეორე სეტში 4-0 აგებდა თუმცა, ქართველმა ჩოგბურთელმა 5-4-ამდე შეამცირა ანგარიში და გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ თავისი მოწდება დათმო და სეტიც წააგო.

ბასილაშვილი შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს, სტეფანო ტრავაგილიას წინააღმდეგ გამართავს.