სპაერი პირველ შეხვედრას გაგრას წინააღმდეგ გამართავს
საქართველოში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი 1 მარტს განახლდება. გუნდები კი მომავალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად შეუდგნენ.
ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი “გაგრა” მომავალი სეზონოსთვის კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. მანამდე კი ახალ საფეხბურთო სეზონს 15 იანვარს “სპაერთან” დაპირისპირებით დაიწყებს. შეხვედრა დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.