ბითაძის 4 ქულა, 8 მოხსნა და 5 პერსონალური ბელგრადში მოგებულ მატჩში

 

 

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის მორიგ ტურში FMP-ს სტუმრად, ბელგრადში მოუგო, ქართველმა ცენტრი კი ამ მატჩში პერსონალურების ლიმიტის გამო მხოლოდ 14:34 წუთი ითამაშა. სერბულმა კლუბმა მონტენეგრულს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 70:87 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბუდუჩნოსტმა” 10 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, მეორე ადგილზე მყოფ ხორვატულ “ცედევიტასთან” ჩაატარებს. მანამდე, 18 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, პოდგორიცელები მადრიდის “რეალს” უმასპინძლებენ.

 

gbf.ge