ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთულესი შეხვედრა მოიგო

 

 

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ სტეფანო ტრავალიას დაუპირისპირდა. შეხვედრის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი იყო შერაცხული.  თუმცა, საუკეთესოს გამოსავლენად 5 სეტი გახდა საჭირო. დაპირისპირება თითქმის 3 საათი გაგრძელდა. ნიკამ ცუდად დაიწყო და პირველი სეტი ანგარიშით 3:6 დათმო, მეორე სეტში თამაში გამოასწორა და იმავე შედეგით გაათანაბრა 6:3, თუმცა, მესამე სეტში ისევ იტალიელი დაწინაურდა. ბასილაშვილი მესამე სეტში  ანგარიშით 3:6 დამარცხდა. შეხვედრის მოსაგებად ქართველ ჩოგბურთელს დარჩენილი 2 სეტის მოგება სჭირდებოდა და ნიკამ ეს დავალება კარგად შეასრულა. მეოთხე სეტში ანგარიშით 6:4, ხოლო მეხუთში 6:3 იმარჯვა.

ბასილაშვილმა 9 ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი იქნება.