გოგა ბითაძე: ვცდილობ ყველა შეხვედრაში 100%-ით დავიხარჯო

 

 

რთულია იმის გახსენება, თუ „ევროლიგაზე“ ბოლოს ვის ჰქონდა ასეთი შთამბეჭდავი პირველი თვე. 19 წლის გოგა ბითაძე „ბუდუჩნოსტში“ დეკემბრის მიწურულს გადავიდა და პირველი ქულების მოსაპოვებლად სულ 18 წამი დასჭირდა. ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ბითაძესშესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 14.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.3 დაფარება. მას რომ მთელი სეზონი ეთამაშა ქულებით და მოხსნებითმეხუთე, ხოლო დაფარებებში კი პირველ ადგილზე იქნებოდა.მგზავრთაგან

„მე არ ვიცი ჩემგან ვინ რას ელოდა. „ევროლიგაზე“ თამაშის გამო ზეწოლა არ განმიცდია. უბრალოდ ვთამაშობ, როგორც აქამდე ვაკეთებდი და ვცდილობ ყველა მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯო. მე მსურს შეხვედრის შემდეგ სარკეში ჩახედვისას გავაცნობიერო, რომ გამარჯვებისთვის რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. თუმცა, თუკი სიმართლეს ვიტყვი, ასეთ კარგ სტარტს არ ველოდი.“ – განაცხადა ბითაძემ EuroLeague.net-თან ინტერვიუში.

გასულ კვირაში შინ „ევროლიგის“ პირველი მატჩი ჩაატარე და „ბუდუჩნოსტთან“ ერთად მოიგე. როგორ გრძნობდი თავს?

გულშემატკივრების წინაშე თამაში შესანიშნავი გრძნობაა. იგივეს გამეორება ძალიან მალე მსურს. მათ ჩვენ დიდი ენერგია მოგვცეს. შესაძლოა „დარუშაფაკა“ აუტსაიდერია, მაგრამ მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ და მატჩისას დიდი გამოცდილება მივიღე. მიხარია, რომ მოვიგეთ, ეს ჩვენი თავდაჯერებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

19 წლის დებიუტანტი ხარ. როგორი მოლოდინი გქონდა „ევროლიგის“ მიმართ და რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

ვიცოდი, რომ ამ ლიგაში თამაში საკმაოდ რთული იქნებოდა, რადგან ტურნირს ბავშვობიდან ვუყურებდი. ახლა უკვე ამ სპორტსმენების წინააღმდეგ ვთამაშობ. „ადრიატიკის ლიგასთან“ შედარებით შეხვედრები ბევრად ფიზიკურია. მეტი კონტაქტია, რაც მე ძალიან მომწონს, რადგან თავისუფლება და სწრაფად თამაშის საშუალება მეძლევა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთია.

ვამაყობ, რომ „ევროლიგაზე“ თამაშის საშუალება მომეცა. ადრე მქონდა ბედნიერება ევროლიგის პლეიოფისშეხვედრებს დავსწრებოდი. ნახევარფინალებიდან საგიჟეთი იწყება, მსგავსი ატმოსფერო სხვაგან არსად მინახავს. ერთხელ მაინც მსურს ტურნირის ამ ეტაპზე ასპარეზობა, ეს ჩემი ოცნებაა.

„ევროლიგაში“ განსაკუთრებით კარგი სტარტი გაქვს. ზოგი გაკვირვებულია, ზოგიც შენგან ზუსტად ამას ელოდა. თავად რას ფიქრობ?

მე არ ვიცი ჩემგან ვინ რას ელოდა. „ევროლიგაზე“ თამაშის გამო ზეწოლა არ განმიცდია. უბრალოდ ვთამაშობ, როგორც აქამდე ვაკეთებდი და ვცდილობ ყველა მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯო. მე მსურს შეხვედრის შემდეგ სარკეში ჩახედვისას გავაცნობიერო, რომ გამარჯვებისთვის რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. თუმცა, თუკი სიმართლეს ვიტყვი, ასეთ კარგ სტარტს არ ველოდი, მაგრამ ამის გამო ბედნიერი ვარ.

პირველი შეხვედრა მიუნხენში ჩაატარე და ქულა სულ რაღაც 18 წამში აიღე. დაპირისპირება 17 ქულით, 7 მოხსნით და 4 დაფარებით დაასრულე. ასე კარგად თამაშის საშუალება რამ მოგცა?

მეტოქის კომბინაციებს ვაკვირდებოდი. მნიშვნელოვანი იყო მოტივაციაც და მოედანზე 100 პროცენტი დავტოვე. ვფიქრობ, რომ ჩემი შრომის პირველ შედეგებს უკვე ვხედავ. „მეგა ბიმაქსში“ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მოვიმატე კუნთის მასა და ოდნავ უფრო სწრაფიც გავხდი. რა თქმა უნდა, გუნდელებიც მნიშვნელოვანია – ასეთი შედეგი მათ გარეშე არ მექნებოდა.

შუა სეზონში გუნდის შეცვლა ვეტერანებსაც კი უჭირთ. როგორ მოახერხე, რომ ახალ გუნდს ასე კარგად მოერგე?

უმთავრესი მიზეზი თანაგუნდელებია. „ბუდუჩნოსტი“ კარგი გუნდი და „ადრიატიკის ლიგის“ მოქმედი ჩემპიონია. პირველ დღეებში გამიჭირდა და ახლაც რთულია სიახლეებთან შეჩვევა, მაგრამ მწვრთნელები და გუნდელები მეხმარებიან. ასეთი განწყობა მაქვს – ჩემი საქმე უნდა გავაკეთო, კალათბურთი ვითამაშო. გუნდის შეცვლა ადვილი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩვენი სამსახურია და მე უბრალოდ კალათბურთს ვთამაშობ.

ბუდუჩნოსტში“ ნორის კოულთან ერთად მოხვედი, რომელმაც გასულ კვირაში გადამწყვეტი ქულა ჩააგდო. მისი უდიდესი გამოცდილება შენთვის და გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

ნორისი NBA-ს ორგზის ჩემპიონია და ეს ყველაფერზე მეტყველებს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ძალიან კარგი თანაგუნდელია. პირადად ჩემთვის ასეთ გამოცდილ მოთამაშესთან თამაში სასარგებლოა, მან უკვე ბევრი რამ მასწავლა.ნორისი ხმამაღლა და ბევრს საუბრობს და ყველას აიძულებს საკუთარი საქმე აკეთონ, იგი ყველას დახმარებას ცდილობს. მან უკვე გვაჩვენა რა შეგვიძლია. კოული ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი კალათბურთელია.

თორნიკე შენგელია, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი – ამ მოთამაშეებმა „ევროლიგაში“ საკუთარი კვალი დატოვეს. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ მათ გზას აგრძელებ?

საოცარია. მე მათ თამაშებზე გავიზარდე და სულ ვცდილობდი მათნაირადმოვქცეულიყავი. კარგი გრძნობაა, რომ მათ გზას ვაგრძელებ. ახლა ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები ვართ და როდესაც „ბუდუჩნოსტში“ გადავედი, სოციალურ ქსელებში დიდი მხარდაჭერა მივიღე – კარგია, როდესაც გამოცდილი მოთამაშეები ასე გენდობიან. ისინი ყველაფრით მეხმარებიან და ამას ვაფასებ. მათ ქართული კალათბურთისთვის ბევრი რამ გააკეთეს და მსოფლიოს ჩვენი სამშობლო გააცნეს. თოკო შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო შერმადინს „ევროლიგა“ ორჯერ აქვს მოგებული. ისინი ძალიან კარგი ბიჭები არიან. მანუ ალბათ საუკეთესო ადამიანია ვისაც ვიცნობ და საუკეთესო თანაგუნდელია, რომელსაც შევხვედრივარ. ბოისა ახლა ფედერაციაში მუშაობს და ის ადამიანია, რომელთან დარეკვაც ნებისმიერ დროს შემიძლია. მგონია, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან.

სახლი 16 წლის ასაკში დატოვე და კარიერა სერბეთში გააგრძელე. როგორ იმოქმედა ამან შენზე?

პირველი თვეები ძალიან რთული იყო. ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა გამიჭირდა. რთული იყო, მაგრამ ნელნელა მივეჩვიე. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა და ვიცი, რომ რაღაცის მიღწევისთვის მსხვერპლის გაღებაა საჭირო. „მეგა ბიმაქსი“ ძალიან დამეხმარა. მე პატარა ბიჭი ვიყავი, რომელმაც ბევრი რამ არ იცოდა და კლუბი განვითარებაში დამეხმარა. სერბეთში ჩამოსვლისას ბავშვი ვიყავი და ახლა უკვე კაცი ვარ.

ბუდუჩნოსტი“ შემდეგ შეხვედრაში „რეალს“ დაუპირისპირდება. რამდენად ელი მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრას?

საოცარი მატჩი იქნება. როგორც ყველა დანარჩენ შეხვედრაში, კონცენტრაცია არც ამჯერად უნდა დავკარგო. ვიცით, რომ „რეალი“ „ევროლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ პოდგორიკაშიგანსხვავებული ატმოსფეროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ცეესკას, „ბასკონიას“ და „ბარსელონას“ დამარცხება შეგვიძლია. პირადად მე შარშან „რეალის“ შეხვედრას ტრიბუნიდან ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა, რომ მათ წინააღმდეგ თამაში ასე მალე მომიწევდა. ახლა ეს შანსი უნდა გამოვიყენო და მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯო

რას უნდა ველოდოთ „ბუდუჩნოსტისგან“ სეზონს დარჩენილ მონაკვეთში?

ყველას ვაჩვენეთ, რომ სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად კარგი გუნდი ვართ. ახალი მოთამაშეები და მთავარი მწვრთნელი გვყავს და ერთმანეთს ვეჩვევით. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ტოლსწორად თამაში. „ბაიერნის“ და „მაკაბის“ დამარცხებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. წინ ბევრი მატჩია და უნდა ვაჩვენოთ, რომ არ დავნებდებითდა ბევრ გუნდს დავამარცხებთ.

 

1tv.ge