თბილისის დინამო გაძლიერებას განაგრძობს
“დინამო” თბილისში 25 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ჩაირიცხა. თბილისურმა კლუბმა გოლკიპერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხოსე პერალესმა კარიერა ელჩეში დაიწყო, შემდეგ კონსტანცასა და ატლეტიკო ბალეარესში გამოდიოდა. ასევე იცავდა ბინისალემის, პობლა დე მაფუმეტის და ბადალონას ღირსებას.