გაგრა ხვალ სპაერს მეორედ გაეჯიბრება

 

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” 2019 წლის სეზონის  მოსამზადებელ ეტაპზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ, 21 იანვარს, საფეხბურთო კლუბი “სპაერის” წინააღმდეგ გამართავს.მატჩი დაცვის სპეციალური სამსახურის სტადიონზე გაიმართება და  12:30 საათზე დაიწყება.

ეს გუნდები ერთამენთს რამდენიმე დღის წინ უკვე დაუპირისპირდნენ და შეხვედრა გაგრელების გამრჯვებით დასრულდა. მეტოქის კარი ორჯერ ბარაბაძემ  დალაშქრა. მძევაშვილმა და მეტრეველმა კი მეტოქეს თითო-თითო გოლი გაუტანეს.