მარტვილის მერანი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბი მარტვილის “მერანი” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.
უკვე ცნობილია მეტოქე გუნდების შესახებ. 24 იანვარს, “მერანი” პირველ (არაოფიციალურ) მატჩს გამართავს მიმდინარე წელს. მარტვილელები “ანგისას ბაზაზე” ეროვნულ ლიგაში აღზევებულ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდებიან.
გია გიგატაძის შეგირდები მომდევნო სამ სპარინგ-მატჩს მარტვილში, “მურთაზ ხურცილავას” სახელობის სტადიონზე გამართავენ. ჭყონდიდელები 2 თებერვალს, ს.კ. “სამტრედიას”, 7 თებერვალს, ფოთის “კოლხეთი 1913”-ს, 15 თებერვალს კი “ზუგდიდს” უმასპინძლებენ.
fcmerani.ge