თბილისის დინამო ალჟირის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

 

 

დედაქალაქელთა რიგებს 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბი შეუერთდა. ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა ესპანურ კასერენიოში დაიწყო, შემდეგ დონ ბენიტოში გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი გრანადას შემადგენლობაში ჩაატარა. ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი დინამოში ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა.

 

fcdinamo.ge