საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანი გუნდი საწვრთნელ შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაივლის. საქართველოს ნაკრები შესარჩევი რაუნდის ‘დ’ ჯგუფში გერმანიის, დანიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა 16-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სატურნირო განაცხადში კი, 14 ფეხბურთელი მოხვდება.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), გიორგი ნიშნიანიძე (ბასტია აგლო, საფრანგეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)
თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი)
საკლუბო შეხვედრების გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ექვსი ლეგიონერი 27 იანვარს შეურთდება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 იანვარს 20:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაზე დასწრება გულშემატკივარს სრულიად უფასოდ შეუძლია.
შესარჩევი რაუნდის ‘დ’ სრული განრიგი
30 იანვარი
დანია 17:30 ისრაელი
საქართველო 19:30 გერმანია
31 იანვარი
გერმანია 17:30 დანია
საქართველო 19:30 ისრაელი
2 თებერვალი
ისრაელი 17:30 გერმანია
დანია 19:30 საქართველო
gff.ge