ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში მიმდინარე ITF ტურნირის ნახევარფინალშია

 

 

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში მიმდინარე, ბერნის ITF-ის $60 ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსას დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში, 6-4; 5-7; 6-1 დაამარცხა. ეკო ამ წუთისთვის  WTA-ს რეიტინგში 164-ე ადგილზეა, ნახევარფინალში კი მისი მეტოქე  ავსტრალიელი ბელინდა ვულკოკი იქნება, რომელიც რეიტინგში 774-ე ადგილს იკავებს . შეხვედრა 26 იანვარს, 04:00 საათზე დაიწყრბა.