საბურთალომ ნაპრედაკი დამაჯერებლად დაამარცხა

 

 

 

დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი სერბეთის “ნაპრედაკთან” გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ხსენებული ანგარიში პირველ ნახევარში დაფიქსირდა.
მატჩის დებიუტში გეგა დიასამიძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მეორე გოლი ელვინ ტერასანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს კი “საბურთალოში” სადებიუტო გოლი ინტერს გიმ გაიტანა, რომელმაც ჩაბრაძე-დიასამიძის კომბინაცია გოლად აქცია.
მეორე ნახევარი თბილისელებმა სხვა თერთმეტეულით დაიწყეს, 90 წუთი მხოლოდ მეკარე დენის შელიხოვმა ითამაშა. პირველ ნახევარში ჩვენი კლუბის შემადგენლობაში იასპარეზა 25 წლის მონტენეგროელმა ცენტრ ფორვარდმა ოგნენ როლოვიჩმა,რომელსაც სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე დღეა აკვირდება.
“საბურთალო” და “ნაპრედაკი” ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ. რამდენიმე წლის წინ გამართული ამხანაგური მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას “საბურთალო” 1 თებერვალს  მაკედონიის “რაბოტნიჩკთან” გამართავს.
საბურთალო (პირველი ტაიმი): შელიხოვი, ჩაბრაძე, ცნობილაძე,აკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, დიასამიძე, გი, გვარაძე, კოხრეიძე, როლოვიჩი.
საბურთალო (მეორე ტაიმი): შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, თევზაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, ვაგნერი, გოშთელიანი, შინდაგორიძე, დვალიშვილი. 

 

fcsaburtalo.ge