ვიტ-ჯორჯიამ ამხანაგურ შეხვედრაში ცხინვალი დაამარცხა

 

 

ვიტ ჯორჯიელები ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისათვის მზადებას განაგრძობენ. გუშინ ვეტერინარებმა წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა, მცხეთა პარკზე, საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს.

ანგარიში სტუმრებმა თამაშის მეოთხე წუთზე გახსნეს, გოლი საკუთარ აქტივში გიორგი მაღალდაძემ მიითვალა – 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში წონასწორობა სწრაფადვე აღადგინეს, ორ წუთში გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ნოდარ კიკნაველიძემ გაუწია – 1:1. შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი ვანო კურდღელაშვილმა დალაშქრა – 2:1.

დაპირისპირების 62-ე წუთზე დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ გატანილი გოლით თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა – 3:1. დღევანდელ შეხვედრაში ზურაბ მუსელიანმა დუბლის შესრულება მოახერხა, მატჩის 68-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ, ვიტ ჯორჯიელთა ფორვარდი მეტოქე გუნდის კიპერთან პირისპირ აღმოჩნდა, ზუსტად დაარტყა და გაიტანა – 4:1. საფინალო რეზულტატი 75-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ვაზაგაშვილმა ცხინვალელთა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო – 5:1.

ვიტ ჯორჯია 5:1 ცხინვალი
გოლები:
 0:1 მაღალდაძე (4’) 1:1 ღირდალაძე (6’) 2:1 კურდღელაშვილი (18’) 3:1 მუსელიანი (62’) 4:1 მუსელიანი (68’) 5:1 ვაზაგაშვილი (75’)

ვიტ ჯორჯია (პირველი ტაიმი): შეროზია, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე, გაფრინდაშვილი, კურდღელაშვილი, მაისურაძე, ვასაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, კაკაშვილი
ვიტ ჯორჯია (მეორე ტაიმი): ქავთარაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, მოსიაშვილი, ნაჭყებია, ზარიძე, მუსელიანი, საჯაია, გვასალია, ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, წენგუაშვილი, ქურდაძე, მოსემღვდლიშვილი, ახალაია, სულთანიშვილი, ქურდაძე, ლომსაძე, კახაბრიშვილი, მაღალდაძე, ჯანელიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქუთათელაძე, ბერიაშვილი, კვირიკაშვილი, შალამბერიძე, ხარძიანი, მათიაშვილი

http://witgeorgia.ge/news-view/?newsid=1868&callerModID=19757