ბათუმის დინამომ ზუგდიდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

 

 

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის განახლებამდე 1 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. ქართული გუნდები კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ერთმანეთს ბათუმის “დინამო” და საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” დაუპირსიპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. 

მატჩი ბათუმელებმა იერიშებით დაიწყეს და პირველ ნახევარში, თამამად შეიძლება ითქვას, ბურთზე კონტროლიც საგრძნობლად ჰქონდათ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მათ, 20 წუთიან ინტერვალში არ ჰქონიათ. შემდეგ ჯერზე,იყო ორი მცდელობა საბანაძისა და მანჯგალაძის მხრიდან ახლო მანძილიდან, მაგრამ მათ დარტყმებს ორივეჯერ მცველები გადაეღობნენ და სიტუაციაც განიმუხტა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, სტუმრებმაც სახიფათო მომენტები შექმნეს. პირველად, არველოდ ხუნჯგურუამ კარგად ითამაშა და დრიბლინგით, ორ მცველს შუა გაძვრა და საჯარიმოში შეიჭრა, ხოლო მახვილი კუთხიდან მესამე მეურვესაც გასცდა და მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, მაგრამ არბიტრმა წესის დაrღვევად არ მიიჩნია. მომდევნო ჯერზე კი, ირაკლი მოისწრაფიშვილმა სტანდარტულიდან, სახიფათოდ დაარტყა და ზღვისპირელთა მეკარე გოშაძემ, ბურთი ნახტომში მოიგერია.
პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბათუმელთაგან გაბრიელ რამოსმა, ძლიერად გადაგზავნა ბურთი კარისკენ და ეფექტური გოლიც გაიტანა.

მეორე ნახევარშიც სათამაშო სცენარი ანალოგიურად გაგრძელდა და ერთ ეპიზოდში, ზუგდიდელები აშკარა გოლს ლაშა ძაგანიამ გადაარჩინა, როცა ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. ზუგდიდელებმა კი, შეხვედრის ბოლოსკენ კიდევ ერთი რეალური მომენტი შექმნეს და შეეძლოთ შეხვედრაც ფრედ დაესრულებინათ. შეცვლაზე შემოსული ბექა ზაქრაძე, კარგად გასცდა ბათუმელთა მცველებს, საჯარიმოში შეიჭრა და წააქციეს -დანიშნული პენალტი კი, თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ზღვისპირელთა კიპერმა შოვნაძემ, კუთხე გამოიცნო და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, ბათუმელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

ზუგდიდელთა შემადგენლობაში კი, კიდევ ერთი ნიგერიელი გამოჩნდა -მარტინს ნვანკო, რომელიც გასული სეზონის პირველ წრეში, ხობის „კოლხეთში“ გამოდიოდა (შემდეგ მარკ სტარსი), დღეს ზუგდიდელთა ძირითადში ითამაშა და ზუგდიდელთა დამრიგებელმა, შეხვედრის ბოლოსკენ გამოცვალა.

საკონტროლო მატჩი

„დინამო“ ბათუმი – „ზუგდიდი“ – 1:0

ბათუმი, „ანგისა“-ს ბაზა – 28 იანვარი

გოლი: გაბრიელ რამოსი (38-ე წთ)

FB/FCZugdidi

FB/DinamoBatumi