ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის ლოკომოტივთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

 

 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სემინმა დაადასტურა. მისი განცხადებით ქართველმა რუსულ კლუბთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბს მარბელაში მიმდინარე შეკრებაზე შეურთდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია,  გასულ სეზონში კი იგი საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ღირსებას იცავდა.