თბილისის დინამოში კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი ჩაირიცხა

 

 

თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ამჯერად დაცვის გაძლიერება განიზრახა და ესპანელი ფეხბურთელი ვიქტორ ადევა დაიმატა.

ახალი ლეგიონერი პოზიციით ცენტრალური მცველია, თუმცა მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მისი ბოლო კლუბი “ლევანტე ბ” იყო და მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა. სხვადასხვა დროს, ფეხბურთელს მადრიდის “ატლეტიკოს”,”ვალიადოლის”  და “ალკოიანოს” შემადგენლობაში უთამაშია.