გიორგი ლორიამ სადებიუტო მატჩი გოლ გაუშვებლად ჩაატარა
გერმანიის “ბუნდელიგა 2”-ის მე-19 ტურში გიორგი ლორიას “მაგდებურგმა” “აუეს” უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი, მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გიორგიმ რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია და რაიმე სერიოზული შეცდომაც არ დაუშვია.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე “მაგდებურგს” მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა. ამ წუთისთვის გიორგი ლორიას გუნდს 14 ქულა აქვს მოგროვებული და 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა გამაგრებული.