ქუთაისის ტორპედო შეკრებას თურქეთში გაივლის

 

 

3 თებერვალს ქუთაისის “ტორპედო” თურქეთში გაემგზავრება და მზადების პროცესს იქ გააგრძელებს. თურქეთში ტორპედოელები ორი კვირის განმავლობაში 5 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 

“ტორპედოს” პირველი მეტოქე 6 თებერვალს “აკადემია პანდევი” იქნება, რომელიც მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მე-3 ადგილზეა.

7 თებერვალს “ტორპედო” ძალებს მინსკის “დინამოსთან” მოსინჯავს. დინამოელები ბელარუსის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.

9 თებერვალს “ტორპედოს” მეტოქე სერბული “რადი” იქნება. ბელგრადული კლუბი სერბეთის სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა.

13 თებერვალს “ტორპედო” ლვოვის “კარპატს” დაუპირისპირდება. უკრაინის პრემიერლიგაში “კარპატი” მე-10 ადგილზეა.

ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 16 თებერვალს კიევის “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

ამის შემდეგ, “ტორპედო” საქართველოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.

fctorpedo.ge