გაგრა ახალი სეზონისთვის მომზადებას განაგრძობს

 

 

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” 2019 წლის საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. შავი ზღვის პირელებმა უკვე გამართეს რამდენიმე ამხანაგური მატჩი. 2-ჯერ “სპაერს” დაუპირისპირდნენ და გუნდებმა თითო მოგება-წაგება გაცვალეს. 

“გაგრა” მესამე ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ ლიგელ გორის “დილასთან”, ანგარიშით 2-0 დამარცხდა.

მეოთხე ამხანაგურ შეხვედრაში “გაგრა” ეროვნულ ლიგაში აღზევებულ ვიტ-ჯორჯიას დაუპირისპირდება. მატჩი 4 თებერვალს, “მცხეთა პარკზე” გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

“გაგრას” კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა 31 იანვარს, “ვარკეთილის” წინააღმდეგ ქონდა დაგეგმილი, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო ამ გუნდებს შორის დაპირისპირება აღარ გაიმართება.