გიორგი შერმადინმა ვალენსიას 10 ქულა ჩაუგდო
ევროთასის გათამაშებაში ესპანური დერბი გაიმართა. ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “ვალენსიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 69:72 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 24:15 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17 შეადგინა და მალაგელთა რიგებში ის მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (21) ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
3 მოგებითა და 2 მარცხით “უნიკახას” G ჯგუფში მე-2 ადგილი უკავია და ცნობილია, რომ ევროთასის მეოთხედფინალში სწორედ ამ პოზიციით გააღწევს. პლეი ოფში მალაგელთა მეტოქე ბერლინის “ალბა” იქნება.
შერმადინსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფურ ეტაპზე სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრა დარჩათ, თუმცა, 5 თებერვალს დაგეგმილ მატჩს სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია.
Gbf.ge