ქუთაისის “ტორპედო” ბათუმის “დინამოს” ამხანაგურად გაეჯიბრება

 

 

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის განახლებამდე გუნდები აქტიურად ემზადებიან.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან. მატჩი ქუთაისში, 1 თებერვალს ,  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

შავი ზღვის პირელებმა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს “მერანისა” და “ზუგდიდის” წინააღმდეგ ლ. ბათუმელებმა ორივე მათგანში მინიმალური ანგარიშებით იმარჯვეს.

“ტორპედომ” კი 1 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ლანჩხუთის “გურია” 1-0 დაამარცხა. ქუთაისელები ამ თამაშის შემდეგ თურქეთში გაემზაგვრებიან და მომზადებას იქ განაგრძობენ.