ბათუმის “დინამომ” რომან ჭანტურია დაიმატა
იტალიურ ემპოლისთან იჯარის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. 22 წლის ქართველი ფორვარდი რომან ჭანტურია კარიერას “დინამო” ბათუმში გააგრძელებს.
კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელი ბათუმელთა რიგებში 2020 წლის ბოლომდე ითამაშებს.