ცხინვალი ახალი სეზონისთვის ემზადება
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონი “ცხინვალმა” არც თუ ისე კარგად ჩაატარა. გუნდს ლიგაში შესანარჩუნებლად პლეი-ოფის ჩატარებაც მოუწია. ახალ სეზონს “ცხინვალელები” განახლებული შემადგენლობით ხვდებიან.
გუნდი დატოვეს გასული სეზონის წამყვანმა ფეხბურთელებმა. თუმცა, არიან ახალი სახეებიც.
მოსზადებელ ეპატზე “ცხინვალმა” ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში “ვიტ-ჯორჯიასთან” დამარცხდნენ 5-1.
მეორე შეხვედრა დუშეთის “არაგვის” წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე ანგარიშით 4-1 დაამარცხეს. სტუმრებმა სწრაფი გოლი გაუშვეს თუმცა, ლაცაბიძის შეგირდებმა მალევე გამოასწორეს თამაშის ხარისხი და მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. დუბლი გაიფორმა ლუკა ხარძიანმა.