ოფიციალურად – ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია
“ტორპედოს” რიგებში მატებაა. კლუბს 24 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაუბრუნდა. ზივზივაძემ “ტორპედოსთან” 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბუდუ “ტორპედოს” ღირსებას 2014/15-წლების სეზონში იცავდა. 2015 წელს ის “სამტრედიაში” გადავიდა. 2017 წელს ზივზივაძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2018 წლის სეზონში ზივზივაძე კვლავ ეროვნული ლიგის ბომბარდირი იყო.
ბუდუს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ოთხჯერ იყო გამოძახებული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც.
ბუდუმ ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩში ითამაშა და დებიუტი დუბლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.
fctorpedo.ge