ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს
თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანული ზაქათალა დაამარცხა. 26 იანვარს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
სტუმრებს ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე რემიმ გაუტანა. ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა დემეტრე ბულისკერიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეორე ნახევარში ის ლუკა შეროზიამ შეცვალა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ალექსანდრე გურეშიძეც. ლოკომ ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა.
შემდეგ შეხვედრას “ლოკომოტივი” 2 თებერვალს “საბურთალო 2”-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა საგურამოში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება წინა მატჩს ლოკომოტივმა ამ შემადგენლობით ითამაშა.
ლოკომოტივი: ბულისკერია (შეროზია), უბილავა (კაპ) (კომახიძე), გურეშიძე (ჯაფარიძე), ანდრონიკაშვილი, გაბაძე, გვალია (ჯანაშია), შონია (ძებნიაური), კიკაბიძე (არდაზიშვილი), რემი (ოზბეთელაშვილი), ინჯგია (კაკულია), ჯიქია (შეყილაძე)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი