ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს
ახალი სეზონის დაწყებამდე ბათუმის “დინამო” აქტიურად ემზადება. შავი ზღვის პირელებმა უკვე 3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. პირველად მარტვილის “მერანს” უმასპინძელს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
მეორე შეხვედრაში ბათუმელები ლიგა 2-შ აღზევებულ “ზუგდიდს” დაპურპისპირდნენ და ამჯერადაც მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.
მესამე ამხანაგური შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართეს და მოულოდნელად 5-1 დამარცხდნენ.
მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას ბათუმის “დინამო” 5 თებერვალს, ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზეა ჩანიშნული.