გოგა ბითაძის უქულო მატჩი მოსკოვში
გოგა ბითაძემ ევროლიგაში წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ცსკა-ს მოსკოვში შეხვდა და უშანსოდ – 69:99 წააგო. 19 წლის ბითაძემ 22 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:50 წუთში 4 ორქულიანი და 4 საჯარიმო ააცილა, აქტივში კი 2 მოხსნა და 2 დაფარება ჰქონდა.
ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მეტოქეებს 3 პერსონალური ფოლი აჰკიდა, თავად კი, მოედანი 5 ჯარიმის შემდეგ დატოვა.
“ბუდუჩნოსტს” 6 მოგებითა და 15 მარცხით ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 7 თებერვალს, შინ, კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ხიმკისთან” ჩაატარებს.
gbf.ge