მარტვილის “მერანმა” “სამტრედია” დაამარცხა
ახალი სეზონის დაწყებამდე მეორე სპარინგ-მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“. ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე.
პირველი ნახევარი „მერანმა“ აქტიურად დაიწყო და თამაში მასპინძლების კარნახით მიმდინარეობდა. გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 56-ე წუთზე ბაქარ ლაღაძემ გაიტანა. „მერანის“ ახალწვეულმა ზაურ გოგუაძისგან მიიღო კარგი გადაცემა, მეტოქე გუნდის საჯარიმოში შევიდა და დაბალ კუთხეში გაუტანა გორდულავას.
დარჩენილ დროში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდი ქმნიდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებს, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა და შეხვედრა გია გიგატაძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
დღევანდელ მატჩში სხვადასხვა მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ, გაბრიელ საღრიშვილს, გიორგი გეგიას და დათა ციცხვაიას. „მერანის“ ბრაზილიელი ლეგიონერი ჯეფინიო ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის იქნება მზად. მომდევნო შეხვედრას კი „მერანი“ ისევ მარტვილში გამართავს. 7 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე „კოლხეთი 1913“ იქნება.
2 თებერვალი. 14:00. მარტვილი
საკონტროლო მატჩი.
„მერანი“ (მარტვილი) – „სამტრედია“ (სამტრედია) 1:0
გოლი: ბაქარ ლაღაძე (56’).
„მერანი“: ნონოსი, ბიბილაშვილი, ხარაბაძე, ბანძელაძე, კაკუშაძე, შალამბერიძე, საღარეიშვილი, გოგუაძე, წულაია, ლაღაძე, ჩხეტიანი.
სათადარიგო: ხვედელიძე, გეგეჭკორი, გაბელია, თოლორდავა, ძარია, როხვაძე, ლომთაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
„სამტრედია“: სეფიაშვილი, ახალაძე, ჯგერენაია, კერძევაძე, ცერცვაძე, კიკაბიძე, დობროვოლსკი, თავაძე, მესიაჩენკო, ხინთიბიძე, მეგრელაძე.
სათადარიგო: გორდულავა, ნადირაძე, ხუხუა, ოლხოვი, მჭედლიშვილი, გუსტავო, ბურკაძე, ჯიქიძე, ხაბეიშვილი, ნინუა, გიორბელიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
fcmerani.ge