ბათუმის “დინამომ” უკრაინელი მცველი დაიმატა
ევგენ ზუბეიკო “დინამო” ბათუმში ითამაშებს. 29 წლის უკრაინელი მცველი შავი ზღვის პირელებს დღეს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.
ევგენ ზუბეიკო ძირითადად უკრაინის პრემიერ ლიგაში გამოდიოდა და ქვეყნის პირველობაზე სხვადასხვა გუნდის მაისურით 133 მატჩი ჩაატარა. ბოლოს ის დონეცკის “ოლიმპიკის” ღირსებას იცავდა.
fb/DinamoBatumi