ფუტსალის ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეების ვინაობა ცნობილია
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი 3-დან 3 მოგებით დაასრულა და მეინ რაუნდში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ქართველებმა პირველ შეხვედრაში გერმანია დაამარცხეს ანგარიშით 5-1 , მეორე მატჩში – ისრაელი 7-0, ბოლოს კი დანიას 6-2 სძლიეს.
მეინ რაუნდში ავთანდილ ასათიანის გუნდს რთულ ჯგუფში თამაში მოუწევს. ტურნირი პოლონეთში გაიმართება და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ესპანეთი, საქართველო და ფინეთი მიიღებენ მონაწილეობას.
ესპანეთს და პოლონეთს პირველ შესარჩევ ეტაპზე განთესვის გამო მონაწილეობა არ მიუღიათ. ფინეთმა კი “H” ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
მეინ რაუნდის მატჩები 22-27 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ელიტ რაუნდში კი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა.