ქართული ALL STAR-ის შემადგენლობა ცნობილია

2019 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩი” 7 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. “ALL STAR”-ის შემადგენლობა უკვე ცნობილია.
გამოკითხვის მეშვეობით გულშემატკივარმა ხუთეულები შეარჩია, ხოლო დანარჩენი 7-7 მოთამაშე ადგილობრივთა და ლეგიონერთა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა – კოტე ტუღუშმა და ირაკლი ხოშტარიამ დაასახელეს.


gbf.ge