ბურჯანაძის 12 ქულა “დელტეკოს” “ბურგოსთან” მოსაგებად არ ეყო

 

 

ბექა ბურჯანაძის “დელტეკო” “ბურგოსს” ესტუმრა და  მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 საფეხურზე გახლდათ, მაინც დამარცხდა. ბოლო ადგილზე მყოფმა სანსებასტიანელებმა “ბურგოსთან” 23 ქულით წააგეს.

პირველი მეოთხედი ბურჯანაძის გუნდმა მოიგო (21:18), თუმცა მეორიდან მეტოქეს ვერაფერი დააკლო და 73:96 დამარცხდა.

ბექა ბურჯანაძემ 20 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4 ორქულიანი, 5 სამიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო. 12 ქულა “დელტეკოს” სნაიპერობისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მატჩის ბომბარდირი კი ბურგოსელი სატონი გახდა – 19 ქულა.

შემდეგ ტურში – 10 თებერვლს – “დელტეკო” ტუმრად “გრან კანარიას” შეხვდება.

გამორჩეული მომენტები:

http://videos.marca.com/v/0_s6y7osww-liga-acb-san-pablo-burgos-96-73-delteco-gbc?uetv_pl=baloncesto&count=0

 

 

gbf.ge