შერმადინის “უნიკახამ” უდრამატულეს შეხვედრაში “რეალი” დაამრაცხა
გიორგი შერმადინისა და მისი “უნიკახას” ბრწყინვალე თამაში და ფანტასტიკური გამარჯვება ევროპის გრანდთან. ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის სათამაშოდ მალაგაში მადრიდის “რეალი” ჩავიდა, რომელიც მასპინძლებს 21 ქულით ამარცხებდა, თუმცა უნიკახელთა გმირული გარჯიშ შემდეგ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით – 103:102 დასრულდა.
რაც მთავარია, მებრძოლი უნიკახელთაგან წინა ხაზზე ქართველი ცენტრი იდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მალაგელთა შემადგენლობასი შედეგიანობით მხოლოდ ხაიმე ფერნნდესს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 27 ქულა, 9 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა, შერმადინის ანგარიშზე კი 18 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს (34) ჩამორჩა.
19 მატჩიდან 12 მოგებით “უნიკახა” თად მაკფადენის “იბეროსტართან” ცხრილში 5-6 ადგილებს იყოფს. შემდეგი მატჩი მალაგელებს 9 თებერვალს, შინ “მანრესასთან” ელით.
https://youtu.be/RjxvGGPFHLw
gbf.ge