ნიკოლოზ ბასილაშვილი დენიელ ბრანდსთან დამარცხდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობის ATP 250 ტურინირი. თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ დენიელ ბრანდსთან ორ სეტში, 6-7; 5-7 დამარცხდა და ტურინირსაც გამოეთიშა.
ნიკა ამ მატჩის უდავო ფავროტიდან იყო მიჩნეული, თუმცა, მოლოდინები ვერ გაამართლა და ATP-ის რეიტინგის 180-ე ადგილზე მყოფ ჩოგბურთელთან დამარცხდა. ბასილაშვილს თამაშის გადარჩენა მეორე სეტში შეეძლო. მაშინ როცა ანგარიში 5-4 იყო ნიკამ თავისი მოწოდების აღება ვერ მოახერხე და მეტოქეს დააბრეიკებინა. ამის შემდეგ ზედიზედ 2 გეიმიც წააგო და შევედრაც დათმო. საქართველოს ნომერმ პირველმა ჩოგანმა ამ დაპირისპირებაში 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 7 ეისი მოაწოდა.